როგორ დავიწყოთ მედიტაცია

29.04.2020

როგორ დავიწყოთ მედიტაცია

მშვიდობისთვის. ბალანსისთვის. თავის შეცნობისთვის. ეს თეზისები, ისევე როგორც მრავალი სხვა, შეიძლება გახდეს ისეთი მსოფლმხედველობის საფუძველი, რომელიც გზას უხსნის თვითშეფასების და ირგვლივმყოფი რეალობის პოზიტიურ აღქმას. ამ გზის დასაწყებად ერთ-ერთი საშუალება არის მედიტაცია.

როგორ დავიწყოთ მედიტაცია:

  1. მოემზადეთ იმისთვის, რომ მედიტაცია თქვენი ყოველდღიური რიტუალი გახდეს. ეს ცვლილებები არამხოლოდ პოზიტიური იქნება, არამედ ყველა პროცესზე მოახდენს გავლენას.

  2. განსაზღვრეთ სახლის ის ადგილი, სადაც მედიტაცია კომფორტული იქნება — ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თვითშემეცნების გზაზე დგებით, ამიტომ წყაროები იქ უნდა იყოს, სადაც სიმშვიდეა. ნუ ინერვიულებთ, თუ ასეთი “ძალის წერტილები” რამდენიმეა — მაგალითად, დილით კომფორტულია აივანზე, ხოლო საღამოს — საძინებელში.

  3. პირველ სესიებზე არ დაგავიწყდეთ, რომ დააყენოთ მაღვიძარა 10 წუთზე. ეს დაგეხმარებათ კონცენტრაციაში და აღარ დაგჭირდებათ საათზე ყურება ყოველ წუთს.

  4. ისუნთქეთ სწორად. გაიხსენეთ ჩვენი “სწორი სუნთქვის გაკვეთილები” — ისუნთქეთ მუცლით, 5 ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით, იგრძენით როგორ ევსება სხეული ენერგიით.

  5. მოდუნდით. გაასწორეთ ზურგი, მაგრამ ზედმეტად არ დაძაბოთ. პოზა მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. ყოველი ამოსუნთქვისას იგრძენით როგორ ტოვებს დაძაბულობა სხეულს და აზრები იწმინდება.

  6. გაატარეთ ფიქრების ნაკადი თქვენს გონებაში. თქვენი ამოცანაა ტვინის გაწმენდა — არ მისცეთ ნეგატივს დაგროვების უფლება. გაუშვით ის და გაათავისუფლეთ გონება სუფთა და ნათელი აზრებისთვის. თავიდან ეს გაგიჭირდებათ, მაგრამ ყოველი სესიით “მენტალური სისუფთავის” მდგომარეობა უფრო მალე მოვა.

  7. როცა მაღვიძარა დარეკავს, ნუ იჩქარებთ წამოდგომას. ნელა გაახილეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ. გაამოძრავეთ ხელ-ფეხი. მიეცით საკუთარ თავს დრო ახალი შეგრძნებების გასაანალიზებლად. შეინახეთ პოზიტიური განცდები და დაიმახსოვრეთ ეს შეგრძნებები.

გააზიარეთ ეს

გაყიდვების ჰიტები

HEREEEEtt

სტატიები

D ვიტამინი

D ვიტამინი

D ვიტამინი – (რომელიც საერთოდ არ არის ვიტამინი, არამედ ცხიმში ...

თუთია(ცინკი)

თუთია(ცინკი)

ახალი ამბები

რა არის მდგრადობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

რა არის მდგრადობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

მეცნიერებმა დაასახელეს ყველაზე ეფექტური ვარჯიშები წონის დაკლებისთვის

მეცნიერებმა დაასახელეს ყველაზე ეფექტური ვარჯიშები წონის დაკლებისთვის

გინდა იყო ყველაფრის საქმის კურსში?

გამოიწერე ჩვენი გვერდი! გპირდებით ,რომ იშვიათად შეგაწუხებთ!

Loading

ძიების შედეგები

საძიებო მოთხოვნა